არჩილ გამზარდია: ჩემი პოზიციები არ შეცვლილა, რომ საქმე შესაძლოა, გვქონოდა პატიარქის ლიკვიდაციის საკითხთან

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმემ, ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას, აღნიშნა, რომ შესაძლოა, საქმე პატრიარქის ლიკვიდაციის პროცესს ეხებოდეს.
გამზარდიამ აღნიშნა, რომ როგორც მოქალაქეს, უფლება აქვს, საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს.
“მე, გარკვეული მოსაზრებები მოვლენების განვითარებამდე გამოვთქვი. ალბათ, სასამართლოს აინტერესებს, პატრიარქთან დაკავშირებულ თემებზე მე საიდან გამიჩნდა ეს პოზიცია. თუმცა, მე ვარ სასამართლოზე დაბარებული მამალაძის საქმეზე, მაგრამ ჩემი მოსაზრებები მამალაძის თემას არ ეხება. ჩემი პოზიცია იყო პატრიარქთან მიმართებაში და საინტერესოა, მიმდინარე სასამართლო თუ აისახება იმ კონტექსტში, რა კონტექსტზეც მე ვსაუბრობდი, იმიტომ, რომ ეს არის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ნაწილი. ვნახოთ, თუ გამოადგებათ ჩემი ჩვენება. რაც მე აქამდე გამოვხატე, ჩემი პოზიციები არ შეცვლილა, რომ საქმე შესაძლოა, გვქონოდა პატრიარქის ლიკვიდაციის საკითხთან. მე ვიტოვებ უფლებას, როგორც მოქალაქე, ჩემი მოსაზრება მქონდეს. მე მაქვს მოსაზრება, რომ ეს არის პატრიარქის ლიკვიდაციის შესაძლო პროცესი და ყველა სხვა დანარჩენი დეტალია ამ პროცესის“, – განაცხადა ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები