ბექა ნაცვლიშვილი: მე არ ვიცი, მოლაპარაკებების დროს, რაზე უნდა იყოს კომპრომისი

“მოლაპარაკების პროცესში, ხელისუფლების მხრიდან კომპრომისზე წასვლა რომელ საკთხზე ღირს, არ ვიცი”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილი თვლის, რომ ოპოზიციის მხრიდან წამოჭრილი საკითხები გაუგებარია.
„მე არ ვიცი, მოლაპარაკების დროს, რაზე უნდა იყოს კომპრომისი. რაც შეეხება ბლოკების ნაწილს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბლოკების გარეშეც შევძლებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ამისთვის ბლოკების არსებობა არაა საჭირო. ბლოკების საჭიროება უდგათ, ჩემი აზრით, უპერსპექტივო პარტიებს, რომ რამენაირად მოხვდნენ პარლამენტში“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ბექა ნაცვლიშვილი თვლის, რომ მანდატებთან დაკავშირებით, ხელისუფლება კომპრომისზე უკვე წავიდა.
„მანდატებთან დაკავშირებით, სისტემა არის ბევრად უფრო გამართული, ვიდრე იყო. ჩვენ გვესაჭიროება ეს მცირედი ბონუსის სისტემა, რაც ამ ეტაპზე გაგვაჩნია. მე ვფიქრობ, რომ ასე კონსენსუსის დაწყება – ჯერ მედიაში გაჟღერება და შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა არასწორია. საჯაროდ ამ თემაზე ლაპარაკი, მე მგონი, შედეგს ვერ მოგვიტანს”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები