ბექა ნაცვლიშვილი: ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან რთული იქნება შეთანხმება

“მე ვთვლი, რომ ერთადერთი, ბლოკების საკითხზე შეიძლება შედგეს შეთანხმება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილი თვლის, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსტიტუციასთან დაკავშირებით, დიალოგი შედეგიანი ვერ იქნება.
„ის საკითხები, რასაც ოპოზიცია აყენებს, მიუღებელია, პირადად ჩემთვის. ერთადერთი, თუ ასეთი მნიშვნელოვანია, ამ საკითხებიდან შესაძლოა, ბლოკების თემაზე მოხდეს რაღაც სახის შეთანხმება. რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, რომ პროცესი შეჩერდეს და დიალოგი გაგრძელდეს, ეს შეუძლებელია“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბექა ნაცვლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, „სოციალ-დემოკრატები“ დამოუკიდებლად არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები