ვენესუელაში საპროტესტო აქციების დაწყებიდან 123 სამხედრო დააკავეს

სულ მცირე 123 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს ვენესუელაში საპროტესტო აქციების დაწყებიდან. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულთა შორის ვენესუელის საჰაერო ძალების, ფლოტის და ნაციონალური გვარდიის წარმომადგენლები არიან. 30 სამხედრო დეზერტირობისთვის, 40 ამბოხებაში მონაწილეობისთვის და სახელმწიფო ღალატისთვის დააკავეს. დანარჩენ დაკავებულებს ბრალი ქურდობის მუხლით წაუყენეს.
ვენესუელაში უკვე სამი თვეა ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება. ამ ხნის განმავლობაში შეტაკებების შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები