ჯორჯიის შტატში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ჯორჯიის შტატში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველები ავტომობილს მისდევდნენ, რომელშიც ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ. ორმხრივი სროლის დროს მანქანაში მყოფი ორი პირი მოკლეს, კიდევ ერთი დაღუპული ქუჩაში გამვლელია.
ასევე დაიჭრა 4 ადამიანი, რომლებიც ასევე ფეხით ქუჩაში გადაადგილდებოდნენ. პოლიციის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები