საფრანგეთი 20 წლის შემდეგ ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილებზე უარს ამბობს

საფრანგეთის ხელისუფლება 2040 წლისთვის ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილებზე უარის თქმას აპირებს. ამის შესახებ საფრანგეთის ეკოლოგიის მინისტრმა, ნიკოლა იულომ განაცხადა. მან ასევე განაცხადა, რომ აიკრძალება ბენზინზე, დიზელზე ან ქვანახშირზე მომუშავე ნებისმიერი ახალი პროექტი.
ეკოლოგიის მინისტრი აცხადებს, რომ ეს რთული, მაგრამ შესრულებადი პროცესი იქნება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მანამდე განაცხადა, რომ საფრანგეთი 2050 წლისთვის ნავთობის მოხმარებაზე უარი უნდა თქვას და ის ხელს შეუწყობს, რომ „დედამიწა ისევ დიადი გახდეს“.
ავტოკონცერნმა „ვოლვომ“ ამ დღეებში განაცხადა, რომ ის ტრადიციულ ბენზინის და დიზელის ძრავებზე უარს ამბობს და მთლიანად ელექტრომობილების და ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებაზე გადაერთვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები