დონალდ ტრამპი: შევებრძოლებით რუსეთის იმ ქმედებებს, რომლებიც დესტაბილიზაციას იწვევს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის რუსეთის ისეთ ქმედებებს შეებრძოლება, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს. ტრამპმა ამის შესახებ პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
ამერიკის პრეზიდენტი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდა. მისი განცხადებით, აშშ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას  შეუწყობს ხელს.
7 ივლისს, „დიდი ოცეულის“ ფარგლებში, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა იგეგმება. როგორც პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, „ეს იქნება სრულფასოვანი შეხვედრა და არა გაკვრით საუბარი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები