ალექსეი ნავალნის შტაბში ჩხრეკა ტარდება

ცნობილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბში ჩხრეკა მიმდინარეობს. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ჩხრეკა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ნავალნის შტაბის შენობის უკანონოდ დაუფლებას უკავშირდება. თავის მხრივ, ნავალნის შტაბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ
ღამის საათებში ოფისში დაუდგენელი პირები შევიდნენ, რომლებმაც კარებზე საკეტები შეცვალეს და ფანჯრებზე გისოსები დააყენეს.
ამჟამად ალექსეი ნავალნი მთელი რუსეთის ტერიტორიაზე საარჩევნო შტაბებს ხსნის. ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ნასამრთლეობის გამო ნავალნის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები