სირიაში ტერაქტს ორი ქალი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ ჰამაში, ავტობუსის გაჩერების მახლობლად მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა ადამიანი კი დაიჭრა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ჰამას ამჟამად ბაშარ ასადის მომხრეები აკონტროლებენ. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა „შაჰიდის ქამარი“ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ააფეთქა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ორივე დაღუპული ქალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები