ეგვიპტის ჯარმა სინაის ნახევარკუნძულზე 26 „ბოევიკი“ გაანადგურა

ეგვიპტის შეიარაღებული ძალების მიერ სინაის ნახევარკუნძულზე ჩატარებული ოპერაციის შედეგად 26 „ბოევიკია“ განადგურებული, 30 ტერორისტი კი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ეგვიპტის ამ რეგიონში დაჯგუფება „სინაის ვილაიეთი“ მოქმედებს, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული.
2013 წლის სექტემბრიდან ქვეყნის შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები ჩრდილოეთ სინაის ტერიტორიაზე მასშტაბურ ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები