აშშ-ის ელჩი გაეროში – საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალას გამოვიყენებთ

გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს. ამერიკელმა დიპლომატმა ეს ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ განაცხადა.
მან ასევ დაამატა, რომ აშშ გაეროს უშიშროების საბჭოს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით ახალი რეზოლუციის პროექტს წარუდგენს.
ასევე ჰეილი ფხენიანს ახალი ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. პარალელურად აშშ-მა და ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ერთობლივი სამხედრო წვრთნები გამართეს.
ჩრდილოეთ კორეა დიალოგზე უარს აცხადებს, ვიდრე აშშ მის წინააღმდეგ „მტრულ დამოკიდებულებას არ შეცვლის“.
გაეროში აშშ-ის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტის გაშვებას, რომლსაც აშშ-ის ტერიტორიაზე შეტევის განხორციელება შეუძლია, პრობლემის დიპლომატიური მოგვარების შესაძლებლობა მინიმუმამდე დაჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები