პრეზიდენტ მადუროს მომხრეები ვენესუელის პარლამენტში შეიჭრნენ და დეპუტატებს თავს დაესხნენ

ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს რამდენიმე ათეული მომხრე ქვეყნის პარლამენტის შენობაში შეიჭრა. თავდასხმის შედეგად, რამდენიმე დეპუტატი და ჟურნალისტი დაშავდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ვენესუელის პარლამენტს ოპოზიცია აკონტროლებს. ქვეყანაში, უკვე რამდენიმე თვეა, ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს. დაპირისპირების შედეგად, 90-მდე ადამიანი დაიღუპა.
მადუროს მომხრეები პარლამენტში იმ მომენტში შეიჭრნენ, როდესაც ის ვენესუელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის აღლუმზე სიტყვით გამოდიოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები