სროლა ჩიკაგოში – 15 დაღუპული და 80-ზე მეტი დაჭრილი

აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, 4 დღეში 15 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა. სროლას როგორც დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრები, ასევე, უდანაშაულო მოქალაქეები ემსხვერპლნენ.
ჩიკაგოს ხელისუფლებამ ყველაზე პრობლემურ რაიონებში 1000-მდე პოლიციელი გააგზავნა, თუმცა იქ მიმდინარე შეტაკებები არ შეწყვეტილა.
პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ჩიკაგოს პოლიციის დასახმარებლად ის FBI-ის თანამშრომლებს გააგზავნის, რათა სისხლიან შეტაკებებს ბოლო მოეღოს.
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს და მომდევნო დასვენების დღეებში, ჩიკაგოში სროლა რეგულარულად ხდება. შარშან დაპირისპირებას 66 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები