ფილიპინელმა ტერორისტებმა ვიეტნამელი მეზღვაურები სიკვდილით დასაჯეს

ფილიპინური ექსტრემისტული დაჯგუფების, „აბუ საიაფის“ ტერორისტებმა ორი ვიეტნამელი მეზღვაური, რომლებიც დატყვევებულები ჰყავდათ, სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება.
ფილიპინელმა სამხედროებმა ორი მძევლის ცხედარი ბასილანის კუნძულზე აღმოაჩინეს, რომელიც ამ დაჯგუფების ცენტრად ითვლება.
მოკლული ვიეტნამელები „ბოევიკებმა“ გასული წლის ნოემბერში გაიტაცეს, როდესაც მათ გემს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. მაშინ ტერორისტებმა ექვსი პირი გაიტაცეს. ერთი მეზღვაური ივნისში გაათავისუფლეს, ხოლო სამი ჯერ კიდევ ტყვეობაში იმყოფება.
საერთო ჯამში კი „აბუ საიაფის“ ტყვეობაში 22 ადამიანი, მათ შორის უცხოეთის 16 მოქალაქე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები