სამხრეთ აფრიკაში ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ” იუწყება.
ადგილობრივი მედიკოსების ინფორმაციით, 7 დაშავებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მაშველებმა 50 ადამიანის ევაკუირება მოახერხეს.
დაღუპულთა შორის ერთ-ერთი სახლიდან გადმოხტომას ემსხვერპლა, როდესაც ცეცხლისგან თავის დაღწევას ცდილობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები