ირანში ტრამპზე შექმნილი კარიკატურების კონკურსი გაიმართა

ირანში აშშ-ის პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე შექმნილი კარიკატურების კონკურსი გაიმართა. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით კარიკატურისტმა მიიღო მონაწილეობა.
კონკურსის სახელწოდებაა “ტრამპიზმი“, მასში ირანელი მხატვრის, ჰადი ასადის ნამუშევარმა გაიმარჯვა. მის ნახატზე ტრამპი დოლარებისგან შექმნილ პიჯაკშია გამოწყობილი და  თმა ეწვის.
რამდენიმე კარიკატურა ტრამპის მხრიდან მუქარას ეხება, მექსიკის საზღვარზე კედლის შმენებლობასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, კონკურსზე წარმოდგენილი იყო ირანელი და მსოფლიოს კიდევ 74 ქვეყნის მხატვრის 1614 ნამუშევარი. ნიშანდობლივია, რომ კონკურსში დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის რამდენიმე მხატვარიც მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები