სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან საარტილერიო ცეცხლს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ორი აზერბაიჯანელი მოქალაქე დაიღუპა ფიზულის რაიონში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან საარტილერიო ცეცხლის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საარტილერიო დაბომბვას 50 წლის ქალი და 2 წლის გოგო ემსხვერპლა. კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
აზერბაიჯანი მომხდარზე პასუხისმგებლობას სომხურ მხარეს ანიჭებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები