ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე კიდევ ერთი ნავი ჩაიძირა

ხმელთაშუა ზღვაში კიდევ ერთი ნავი ჩაიძირა, რომელზეც აფრიკელი მიგრანტები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ესპანეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა 3 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ჩაძირვის მომენტში ნავზე 52 ადამიანი იმყოფებოდა. 49 მიგრანტი, სავარაუდოდ, დაიღუპა.
2017 წელს ხმელთაშუა ზღვაში 2 ათასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა, რომლებიც აფრიკიდან ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები