“ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყში 200 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყის ქალაქ ტალ-აფარში 200 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. მოკლულთა შორის ქალები და ბავშვები არიან.
სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ტერორისტებმა სიკვდილით თურქმენები დასაჯეს, რომლებიც ქალაქიდან გაქცევას ცდილობდნენ.
ნაინავას პროვინციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მოსახლეობა უფრო უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა, მაგრამ „ბოევიკებმა“ ისინი დაიჭირეს, ორი თვე ციხეში ჰყავდათ, ხოლო შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.
ტალ-აფარი მოსულიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. რამდენიმე დღის წინ, ერაყის სამთავრობო ძალებმა მოსული „ბოევიკებისგან“ გაათავისუფლეს.