კომპანია “ზედაზენმა” ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებს უმასპინძლა

საგურამოში, კომპანია“ზედაზენის“ ოფისში საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მიღება გაიმართა.
როგორც “კვირას” კომპანია “ზედაზენიდან” აცნობეს, ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ს.ს“ქართული ლუდის კომპანიის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელი შეხვდნენ და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცეს.
საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა 30 ივნისიდან – 2 ივლისის ჩათვლით ლიტვის დედაქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, წარმატებით იასპარეზა და სამივე სინჯის 6 მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ – მიხეილ ბახბახაშვილი (-66კგ), ლაშა ბექაური (-73კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70კგ), ვერცხლის მედალი მოიპოვა მიხეილ ბექაურმა (-90კგ), ხოლო ბრინჯაო ლევან ჭელიძემ (+90კგ).
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები გუნდური გათამაშების ჩემპიონიც გახდა – ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალური დაპირისპირება უნგრეთის ნაკრეს 4:1 მოუგეს. ამრიგად, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპირველობაზე 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები