მაკრონმა სამხედრო წვრთნებში მიიღო მონაწილეობა (ფოტოკოლაჟი)

 საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რამდენიმე საათი ატომურ წყალქვეშა ნავზე გაატარა და სამხედრო წვრთნებში მიიღო მონაწილეობა. წვრთნების დროს, ბირთვული რაკეტის გაშვების იმიტაცია მოხდა. ამის შესახებ „ბი ბი სი” იუწყება. მაკრონი წყალქვეშა ნავზე ვერტმფრენიდან გადასვეს. ხომალდი საფრანგეთის სანაპიროდან 300 კილომეტრში იმყოფებოდა.
მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი 2019 წელს ევროკავშირიდან გავა, საფრანგეთი ამ ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნებიდან ერთადერთი დარჩება, ვინც ბირთვულ იარაღს ფლობს.
მაკრონმა საფრანგეთის ბირთვული პოტენციალის დიდ მნიშვნელობას  გაუსვა ხაზი და მას „უსაფრთხოების ქვაკუთხედი“ უწოდა. ასევე, მაკრონი სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, ილ-ლონგზე იმყოფებოდა, სადაც ატომური წყალქვეშა ნავებია ბაზირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები