აშშ: ჩრდილოეთ კორეამ საკონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფხენიანმა საკონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ამას აშშ-სთვის ახალი ტიპის საფრთხე უწოდა, როგორც ამერიკისთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის. მან ასევე დაამატა, რომ ვაშინგტონი არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ კორეამ ბირთვული იარაღი შექმნას.
იაპონელი სამხედროების ინფორმაციით, რაკეტა „ხვასონ-14“, რომელიც იაპონიის ზღვაში ჩავარდა, 37 წუთს მიფრინავდა. მან დაახლოებით 930 კილომეტრი გაიფრინა და იაპონიის ზღვაში ჩაეშვა.
ბოლო თვეებში, ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების გამოცდის რაოდენობა მკვეთრად გაზარდა. მიმდინარე წელს ფხენიანმა უკვე 11 რაკეტა გაუშვა.