7 ივლისს, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან

7 ივლისს, ჰამბურგში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ავრცელებს. მისი განმარტებით, ტრამპისა და პუტინის ორმხრივი მოლაპარაკებები არა სამიტის კულუარებში, არამედ მაგიდასთან გაიმართება.
მანამდე, თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 7 ან 8 ივლისს გაიმართებოდა. გერმანიაში დაგეგმილი დიდი ოცეულის სამიტზე აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები