საფრანგეთში მაკრონზე თავდასხმის მომზადებისთვის 23 წლის მამაკაცი დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ 23 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტზე, ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმა 14 ივლისს საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღეს იგეგმებოდა. მამაკაცმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ამის შესახებ ჩეთში დაწერა, სადაც კალაშნიკოვის ტიპის ავტომატის შეძენის საკითხით ინტერესდებოდა, რომელიც თავდასხმის დროს უნდა გამოეყენებინა.
როდესაც პოლიცია ეჭვმიტანილის დასაკავებლად მასთან სახლში მივიდა, ის სამართალდამცველებს დანით ემუქრებოდა. მის ავტომობილში პოლიციამ კიდევ ორი დანა აღმოაჩინა.
დაკითხვის დროს, მამაკაცმა განაცხადა, რომ ის მაკრონის მოკვლას „პოლიტიკური შეხედულებების გამო“ გეგმავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები