იემენის საზღვრის სიახლოვეს საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაიღუპა
იემენის საზღვრის სიახლოვეს საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სააგენტო SPA-ს ინფორმაციით, ჯარისკაცი ხუსიტ ამბოხებულებსა და საუდის არაბეთის სამხედროებს შორის მომხდარ შეტაკებას ემსხვერპლა.
იემენში 2014 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. 2015 წელს კონფლიქტში არაბული კოალიცია ჩაერთო, რომელიც ხუსიტ ამბოხებულებზე ავაიდარტყმებს აწარმოებს.
იემენში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა და 2,5 მილიონმა საკუთარი სახლები დატოვა.