ტერაქტი ერაყში – დაღუპულია 14 ადამიანი

ერაყის ანბარის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუს“ ადგილობრივ პოლიციაში განუცხადეს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება ლტოლვილების ბანაკის სიახლოვეს მოხდა. დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ის „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები