რუსეთის საგარეო უწყება: აშშ-რუსეთის ურთიერთობები არ გაუმჯობესებულა

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები არ გაუმჯობესდა და ზოგიერთი მიმართულებით ის ძალზე რთული რჩება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ბარაკ ობამას მმართველობის პერიოდიდან აშშ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები არ გაუმჯობესებულა, თუმცა მათი გაუმჯობესების პროცესი ძალზე რთულად მიმდინარეობს. ჩვენ ვერ შევძელით სასურველი დინამიკის მიღწევა“ – განუცხადა რიაბკოვმა გაზეთ „იზვესტიას“.
ლავროვის მოადგილის განცხადებით, ასეთი მდგომარეობა იმით არის გამოწვეული, რომ აშშ-ის ზოგიერთი პოლიტიკური ძალა „რუსეთის მხრიდან არარსებული საფრთხის პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოყენებაშია დაინტერესებული“.
რიაბკოვის აზრით, „რუსეთის კარტის“ გათამაშებაში „დემოკრატიული“ და „რესპუბლიკური“ პარტიის გავლენიანი პირები მონაწილეობენ.
ასევე ამ ჩამონათვალში ამერიკული მედიასაშუალებები და პოლიტოლოგიური ცენტრებიც შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები