ლიბანში, ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილმა ხანძარმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ლიბანში, სირიელი ლტოლვილების ბანაკში მომხდარი ხანძრის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ბანაკი ბეკაას მდელოზე, ალ-მანდარას რიონში მდებარეობს. უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელებას ძლიერმა სიცხემ შეუწყო ხელი.
ლიბანში ერთ მილიონამდე სირიელი ლტოლვილი იმყოფება და მათი მესამედი სწორედ ბეკაას მდელოზე ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები