გერმანიის ავტოავარიის ახალი დეტალები – დაღუპულია 17 ადამიანი (ფოტოკოლაჟი)

გერმანიაში, ბავარიის მხარეში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, 17 ადამიანია დაღუპული. თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 ადამიანი დაშავდა, ხოლო 17 მგზავრის ბედის უცნობია. ამის შესახებ “როიტერი” იუწყება. ბოლო ინფორმაციით, გერმანიაში ტურისტული ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც, ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.
ავტობუსი ნიურნბერგში მიდიოდა და მასში 48 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები