ავარია გერმანიაში – დაშავებულია 31 ადამიანი

გერმანიაში ტურისტული ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც, ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. დაშავებულია 21 ადამიანი, ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.
„ბი ბი სის“ ცნობით, 17 ადამიანის ბედი გაურკვეველია. შესაძლოა, მათ ავტობუსიდან გადმოსვლა მოასწრეს. პოლიცია იმასაც არ გამორიცხავს, რომ არიან დაღუპულები, თუმცა ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე, ოფიციალურად არ ადასტურებს.
ავტობუსი ნიურნბერგში მიდიოდა და მასში 48 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები