უკრაინის გენერალური პროკურატურა რამდენიმე მინისტრს ამოწმებს

უკრაინის გენერალური პროკურატურა რამდენიმე მინისტრის შემოწმებას ატარებს. პროკრატურის ინფორმაციით, ის როგორც მოქმედ, ასევე ყოფილი მთავრობის მინისტრებს ამოწმებს. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული შეკითხვები მრავალი ფიგურანტის მიმართ. საუბარია ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტის წევრებზე და ყოფილ მინისტრებზე“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
ივნისის ბოლოს, ლუცენკომ სთხოვა უმაღლეს რადას, რომ სადეპუტატო ხელშეუხებლობა მოუხსნას ექვს დეპუტატს, რათა შემდეგ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები