ტერაქტი დამასკოში – დაღუპულია რვა ადამიანი, არიან დაშავებულებიც
სირიის დედაქალაქ დამასკოში მომხდარი ტერაქტის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია – თორმეტი. თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქის ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე აიფეთქა.
როგორც სირიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, ქალაქში შეღწევას სამი დანაღმული ავტომობილი ცდილობდა, სამართალდამცველებმა ორი მათგანის განეიტრალება შეძლეს, მესამე მძღოლმა მოედანზე შეღწევა შეძლო.