რუსეთმა ევროსაბჭოსთვის საწევროს გადახდა შეაჩერა

რუსეთმა ევროსაბჭოს საწევროს გადახდა შეუჩერა. თანხა, რომელსაც მოსკოვი ევროსაბჭოში იხდის დაახლოებით 11 მილიონი ევროა. გადაწყვეტილების შესახებ რუსულმა მხარემ ევროსაბჭოს ოფიციალურად უკვე აცნობა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსკოვი საწევროს გადახდას იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსულ დელეგაციას უფლებამოსილებას აღუდგენენ.
რუსთის დეპუტატებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლება უკრაინაში განხორციელებული აგრესიის და ყირიმის ანექსიის გამო, 2014 წლიდან აქვთ შეჩერებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები