მოსკოვში მატარებელმა ორი ადამიანი გაიტანა

მოსკოვში ჩქაროსნულმა მატარებელმა “საპსანმა” ორი ადამიანი გაიტანა. ორივე ადგილზე დაიღუპა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, მამაკაცი და ქალი კრიოკოვის სადგურთან ლიანდაგზე დაუშვებელ ადგილას გადადიოდნენ, რა დროსაც ტრაგედია მოხდა.
ამჟამად სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი განიხილება. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები