მოსკოვში, უამინდობას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მოსკოვში, უამინდობამ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, თუმცა მათ შესახებ ზუსტი ციფრი არ ვრცელდება.
როგორც Lenta.ru წერს, სატვირთო ავტომანქანას ქარმა სახურავი მოსწყვიტა და რკინა 2 კაცს მოხვდა. ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში.
გარდა ამისა, დიმიტროვის ქუჩაზე,  კაცს მეხი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
РЕН ТВ-ის ცნობით, მილონოვსკაიას ქუჩაზე, ქარმა ხე მოწყვიტა და კაცს დაეცა. ამჟამად მას სამედიცინო დახმარებას უწევენ. სინოპტიკოსები მოსკოვში ტროპიკულ ღვარცოფს ვარაუდობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები