აშშ-ის ღამის კლუბში სროლის შედეგად 17 ადამიანი დაიჭრა

აშშ-ის არკანზასის შტატის ქალაქ ლითლ როკში, ღამის კლუბში კონცერტის დროს სროლა ატყდა. 17 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
დაშავებულთა შორის 16 წლის მოზარდია. ასევე, რამდენიმე ადამიანი პანიკის დროს ჭყლეტაში დაშავდა.
თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას არ ანიჭებენ.
ცნობისთვის, რამდნიმე საათით ადრე, სროლა ატყდა ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოშიც. ყოფილმა ექიმმა ცეცხლი გახსნა და ერთი ადამიანი მოკლა. ასევე, ექვსი პირი დაიჭრა, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები