უკრაინის უშიშროების სამსახური რამდენიმე დღის წინ მომხდარ კიბერშეტევაში რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მომხდარ კიბერშეტევასთან რუსეთის სპეცსამსახურები არიან დაკავშირებულები.
ვირუსმა სახელწოდებით Petya.A -მ გავრცელება 28 ივნისს დაიწყო და მან სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებს და სახელმწიფო დაწესებულებებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. უკრაინის უშიშროების მირ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანხების გამოძალვა კიბერშეტევის ძირითადი ამოცანა არ ყოფილა და ამის შესახებ დასკვნა უკრაინის უშიშროებამ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად დაადგინა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვირუსის ტიპი ჰაკერების მიერ გამოსასყიდის მიღების შემდეგ დაზიანებული პროგრამების აღდგენას არ ითვალისწინებდა, შესაბამისად ფულის მიღება ჰაკერების ძირითადი ამოცანა არ ყოფილა. უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ შეტევის მიზანი ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია იყო.
ანალოგიურმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ გასული წლის დეკემბერში კიბერშეტევა უკრაინის ფინანსურ სისტემაზე განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები