ჩინეთის შემადგენლობაში ჰონგ-კონგის დაბრუნების იუბილე საპროტესტო აქციებით აღინიშნა

ჩინეთის შემადგენლობაში ჰონგ-კონგის დაბრუნების დღე საპროტესტო აქციებით და შეტაკებებით აღინიშნა. შეტაკებები დემოკრატიის მომხრე მომიტინგეებს და პოლიციას შორის მოხდა. ასევე დაპირისპირება მოხდა პროპეკინურ მანიფესტანტებსა და სამართალდამცველებს შორის.
საპროტესტო აქციების მონაწილეები სკანდირებდნენ „ძირს ერთპარტიული დიქტატურა!“ ჰონგ კონგის მოსახლეობაში არსებობს იმის შიში, რომ ჩინეთის მთავრობას შეუძლია მისი დამოუკიდებელი ტრადიციების შეზღუდვა, მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა 20 წლის წინ პირობა დადო, რომ ჰონგ კონგის საშინაო მოწყობას არ შეცვლის. ჰონგ კონგი 1997 წლიდან დიდი ბრიტანეთის კოლონია აღარ არის და ის ჩინეთს შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები