გაერომ სამშვიდობო ოპერაციების დაფინანსება 600 მილიონი დოლარით შეამცირა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ახალი ფინანსური წლის სამშვიდობო ოპერაციების ბიუჯეტი დაამტკიცა. ის 600 მილიონით ნაკლებია, ვიდრე წინა ბიუჯეტში ჩადებული თანხა. მსოფლიოში 14 მისიაზე 7,3 მილიარდი დოლარი დაიხარჯება.
თანხების მნიშვნელოვან შემცირებას აშშ მიესალმება. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხარჯვითი ნაწილის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შემცირებაა მოსალოდნელი. შეერთებული შტატები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი დონორია. გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, რომ დაფინანსების შემცირების მიუხედავად, ეს ორგანიზაცია შეეცდება, კონფლიქტურ რეგიონებში სამშვიდობო მისიები სათანადო დონეზე შენარჩუნდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები