სროლა ნიუ-იორკის საავადმყოფოში – დაღუპულია ერთი ადამიანი

აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკის ბრონქსის რაიონის საავადმყოფოში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა. ერთი ექიმი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. დაჭრილთა შორის სამი ექიმია.
თავდამსხმელმა, რომელიც ამ საავადმყოფოში ადრე ექიმად მუშაობდა თავის დაწვა სცადა, ხოლო შემდეგ იარაღით თავი მოიკლა. თავდასხმის დროს მას თეთრი ხალათი ეცვა.
ტელეკომპანია NBC-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი 45 წლის ჰენრი ბელოა, რომელიც ამ საავადმყოფოში 2015 წლამდე მუშაობდა.
ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, რომ თავდასხმა ტერორისტული აქტი არ ყოფილა და ის ბელოსა და მის ყოფილ კოლეგებს შორის პირად გარჩევებს უკავშირდება.
აშშ-ში მსგავსი თავდასხმები ხშირი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები