სირიის არტილერიამ ისრაელის ტერიტორიას ცეცხლი გაუხსნა, ისრაელმა ავიაიერიშით უპასუხა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გოლანის მაღლობების მახლობლად სირიის სამთავრობო ძალების პოზიციები დაბომბეს.  იერიში სირიის მხრიდან საარტილერიო ცეცხლის გახსნის საპასუხოდ განხორციელდა. ამის შესახებ გამოიცემა  Haaretz-ი იუწყება.
ავიაიერიშის შედეგად სირიის ძალების ნაღმმტყორცნი განადგურდა.  ბოლო ერთ კვირაში ეს უკვე მეოთხე მსგავსი ტიპის ინციდენტია.
ოფიციალური იერუსალიმი აცხადებს, რომ ისრაელის ტერიტორიაზე შეტევებს მომავალშიც უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები