პუტინმა კონტრსანქციების ბრძანებულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ კონტრსანქციებს ითვალისწინებს. ის 2018 წელის დეკემბრამდე იარსებებს და რუსეთში ზოგიერთი სახის პროდუქციის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
შესაბამისი წინადადებით პრეზიდენტს მთავრობამ მიმართა. რუსეთის მთავრობამ კონტრსანქციების პაკეტი შეიმუშავა.
ევროკავშირის და აშშ-ის სანქციების საპასუხოდ რუსეთმა მათ წინააღმდეგ სასურსათო ემბარგო დააწესა. სანქციები 2014 წლიდან მოქმედებს და მათი მიზეზი ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები