რატომ გაუფასურდა ლარი და რა მექანიზმები არსებობს მისი გამყარებისთვის

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა საგანგაშოდ არ მიიჩნევს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, დოლარმა შეუქცევადი გამყარების ტენდენცია მიიღო, რის გამოც არათუ ლარი, არამედ ყველა ქვეყნის ვალუტა გაუფასურდა. დუნდუა ამ პროცესში ხელოვნურ ჩარევას საჭიროდ არ მიიჩნევს. მისი თქმით, ლარის გამყარებისთვის აუცილებელია, შევქმნათ მექანიზმი და მოვაწყოთ საფინანსო სექტორი ისე, რომ ეკონომიკამ ლარის გამყარება ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ფონზე შეძლოს.
„ დოლარმა მიიღო შეუქცევადი გამყარების ტენდენცია, მესამე წელია, რაც დოლარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტაბილურად მყარია და ის, რომ ლარი გაუფასურებულია დოლართან, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, დოლართან გაუფასურებულია ევროც, თურქული ვალუტაც, აზერბაიჯანულიც, სომხურიც, რუსულიც… სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით, ლარის გამყარების რესურსი არსებობს, მაგრამ საკითხი ისმის შემდეგნაირად – რამდენად მიზანშეწონილია, დოლარის საყოველთაოდ გამყარების ფონზე, საქართველომ მიიღოს სპეციფიკური გადაწყვეტილება და თავისი ეროვნული ვალუტა ხელოვნური მექანიზმების გამოყენებით გაამყაროს დოლართან მიმართებით. ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ვალუტის სტაბილურობა, ამიტომაც, ალბათ, უპრიანია, რომ ამ მექანიზმების გამოყენების გარეშე, ქვეყანამ შეინარჩუნოს სტაბილურად ის კურსი, რაც დღესაა. თუ გვინდა, რომ ლარი იყოს მყარი, ამისთვის აუცილებელია, შევქმნათ ისეთი მექანიზმი, სისტემურად ისე მოვაწყოთ საფინანსო სექტორი, რომ ეკონომიკამ შეძლოს ლარის გამყარება ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ფონზე“,- განაცხადა მიხეილ დუნდუამ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები