მარიამ გველესიანის ლექცია: „დიდი დედა ქალღვთაება” გაიმართება

29 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები“ ფარგლებში, გაიმართება მარიამ გველესიანის ლექცია: „დიდი დედა ქალღვთაება საქართველოსა და მახლობელ ცივილიზაციებში“.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზუმიდან აცნობეს, ლექციის თემა მოიცავს დიდი დედა ქალღვთაების კულტის წარმოშობას, მის იკონოგრაფიასა და თვისებრივ მახასიათებლებთან დაკავშირებულ საკითხებს როგორც საქართველოში, ასევე მახლობელ ცივილიზაციებში. ისტორიულ და წერილობით წყაროებსა და არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, გაანალიზებულია დიდი დედის სხვადასხვა სახელით (ნანა/ნანო, კიბელა, არტემისი, რეა-ფასიანე) ცნობილი კულტის ატრიბუტიკა, თაყვანისცემის ფორმები და თავისებურებანი, რის საფუძველზეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი სოლარულ ქალღვთაებად გააზრების მართებულობა. დღემდე მიღებული ამ თეორიის საპირისპიროდ, გამოთქმულია მოსაზრება ქალღვთაების მთვარესთან კავშირის შესახებ. ლექციაზე განხილული იქნება ის წანამძღვრები თუ შედეგები, რაც საქართველოს მცირე აზიასთან, ირანთან, საბერძნეთსა და რომთან კულტურულ ინტერაქციათა პროცესს საუკუნეთა მანძილზე ახლდა თან.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები