კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სის“ უკრაინის შს სამინისტროს წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ აცნობა. მისი ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე, სავარაუდოდ, „ტერაქტის“ მუხლით აღიძვრება.
შევჩენკო ინფორმაციით, ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. კონკრეტულად რა ასაფეთქებელ მოწყობილობაზეა საუბარი, გამოძიება დაადგენს.
დაღუპულის ვინაობა არ სახელდება, ცნობილი, რომ ეს 1978 წელს დაბადებული პირია. აფეთქების დროს კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები