ისრაელის მედია – რუსეთი სირიაში, იორდანიის და ისრაელის საზღვრის მახლობლად სამხედრო ბაზას აშენებს

რუსეთი სირიაში ახალ სამხედრო ბაზას ააშენებს, რომელიც იორდანიის საზღვრიდან 85 კილომეტრში და ისრაელის საზღვრიდან 96 კილომეტრში განთავსდება. ამ ინფორმაციას ებრაული გამოცემა DEBKAfile ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სამხედრო ბაზის მშენებლობის მიზანი სირიის სამხრეთ ნაწილში სტრატეგიული გზაჯვარედინების გაკონტროლებაა. სამხედრო ობიექტი ამერიკული სამხედრო ბაზიდან 185 კილომეტრში განთავსდება. მისი მშენებლობის დაწყება, ამავე ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის საიდუმლო მოლაპარაკების შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელიც იორდანიის დედაქალაქ ამანში გაიმართა.
DEBKAfile-ის ინფორმაციით, სირიის დედაქალაქ დამასკოდან სულ რაღაც 50 კილომეტრში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა ბაშარ ასადის რეჟიმის პოზიციებს გაამყარებს, რომელიც კრემლის მოკავშირეა. ასევე ასადს მხარს უჭერს ირანი და პროირანული დაჯგუფება „ჰესბოლა“, რომელიც სირიაში ასადის მხარეს იბრძვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები