აშშ-ში პატიმარი დაიჭირეს, რომელიც ციხიდან 32 წლის წინ გაიქცა

აშშ-ის არკანზასის შტატის ქალაქ სფრინგდეილში პატიმარი დაიჭირეს, რომელიც ციხიდან 32 წლის წინ გაიქცა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სტივენ დიშმანი ლინკოლნის ოლქის ციხეში ქურდობისთვის იჯდა. ის 1985 წლის 28 მაისს ციხიდან გაიქცა. დიშმანი იმავე შტატში დააკავეს.
დიშმანი ამჟამად 60 წლისაა. ახლა მან ციხეში ადრე მისჯილი სასჯელი უნდა მოიხადოს. გარდა ამისა, მას, სავარაუდოდ, ციხიდან გაქცევისთვის სასჯელი მოემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები