„ალ ქაიდამ“ შვედეთის მოქალაქე 6-წლიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა

ტერორისტულმა დაჯგუფება „ალ ქაიდამ“ შვედეთის მოქალაქე იოჰან გუსტაფსონი 6-წლიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა. გუსტაფსონი ტერორისტების ტყვეობაში 2011 წლიდან იმყოფებოდა. ის თვითმფრინავით სამშობლოში გაემგზავრა.
როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგოტ ვალსტრემმა განაცხადა, გუსტაფსონის გათავისუფლება შვედეთის და “სხვა ქვეყნების“ მთავრობების თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი. მინისტრმა არ დააკონკრეტა, თუ რა სახელმწიფოებზეა საუბარი და რაში მდგომარეობდა ეს თანამშრომლობა.
42 წლის გუსტაფსონი მალის ტერიტორიაზე „ალ ქაიდამ“ 2011 წელს დაატყვევა. მასთან ერთად ტერორისტებმა მძევლად სამხრეთ აფრიკის და ჰოლანდიის 2 მოქალაქეც აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები