ინტეგრირებული თეატრი “აზდაკის ბაღი” სპექტაკლით – “კაცია-ადამიანი?!”

მოზარდმაყურებელთა თეატრში, ინტეგრირებული თეატრის “აზდაკის ბაღი”ერთმოქმედებიანი სპექტაკლის – “კაცია-ადამიანი?!” ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი სინქრონულად ითარგმნება ჟესტურ ენაზე სურდო თარჯიმნის მიერ სმენისა და ამეტყველების არ მქონე მაყურებლისათვის.
სპექტაკლი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
ინტეგრირებული თეატრი “აზდაკის ბაღი” აერთიანებს 16 შეზღუდული შესაძლებობისა და 8 ტიპიური განვითარების მქონე მსახიობს, რომლებიც ა.წ. აპრილის თვიდან სისტემატურად გადიან სპექტაკლისათვის მოსამზადებელ რეპეტიციებს და ტრენინგებს მსახიობის ოსტატობასა და მეტყველების კულტურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები