ნაფი ჯუსოითი გარდაიცვალა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნაფი ჯუსოითის გარდაცვალების გამო.
იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, სახალხო მწერალი, პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ფოლკლორისტი, ენათმეცნიერი, ლიტერატურის ისტორიკოსი, მთარგმნელი, კოსტა ხეთაგუროვის პრემიის ლაურეატი.
ნაფი ჯუსოითი არაერთი პოეტური კრებულის ავტორია. მრავალ ენაზეა ნათარგმნი მისი თხზულებები, მათ შორის ქართულ ენაზე. 2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა მისი ლექსების ორენოვანი კრებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები